2021 წლის 1-2 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა IX სამეცნიერო კონფერენციას - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 25 სექტემბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
tsuconference@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა: 200 სიტყვა.
დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.